პოდკასტი ,,სტუდენტის დღიური“ გათვლილია სტუდენტური ცხოვრების ამსახველ საინტერესო მოვლენების გახსენებაზე. სტუდიაში ვიწვევთ გრუნის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც თავის გამოცდილებას გვიზიარებენ გაცვლითი პროგრამების, ევროპული განათლების თუ სხვადასხვა საინტერესო სასწავლო კურსის შესახებ. ასევე ვწერთ პოდკასტებს გრუნის უცხოელ სტუდენტებთან, რომლებიც საუბრობენ ქართულ განათლებასა და აქ დაგროვილ ცოდნაზე და გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს.
გადაცემა „აკადემიური საათი“ ეძღვნება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებს, სიახლეებს და გადაცემაში მოწვეულნი არიან ლექტორები, პროფესორები, რომლებიც შლიან ამა თუ იმ აქტუალურ საკითხს, გრუნის გარშემო. ამ გადაცემაში ვხვდებით ლექტორისა და სტუდენტის ტანდემს. რესპონდენტი არის ყოველთვის გრუნის პროფესორი ან მოწვეული ლექტორი, ინტერვიუერი კი გრუნის სტუდენტი.
პოდკასტი ,,სტარტაპერი“ რადიო გრუნის ეთერს, მეორე სეზონიდან იკავებს. ის წარმოადგენს პროგრამას, რომელიც გათვლილია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც ეტაპობრივად ანვითარებენ თავიანთ ბიზნესს და მედიის ჩართულობით მეტ პოპულარობას სძენენ მას. პოდკასტში, მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ მათი საქმიანობის საწყის ეტაპებზე არსებულ გამოწვევებზე, წარმატების გასაღების მიგნებასა და სამომავლო გეგმებზე
რუბრიკა „რადიო გრუნის აღმოჩენა“ არის რუბრიკა, რომელიც ყოველკვირეულად გადის ეთერში და ეძღვნება ხელოვან, ნიჭიერ ადამიანებს, ვინც აქტიურად არ ჩანს ეკრანზე,მაგრამ მისი ნიჭი წარმოსაჩენია ფართო საზოგადოების წინაშე.პირდაპირი ეთერის მეშვეობით ასეთ ხელოვან ადამიანებს გაუკეთდებათ პიარი, წამყვანის მხრიდან და მათი შემოქმედება გაჟღერდება რუბრიკაში. (მუსიკალური ნომრის,ექსკლუზიური ნამუშევრის, უნიკალური ჩანაწერის სახით და სხვა...
,,გრუნის შუადღე“ წარმოადგენს გასართობ-შემეცნებით პროგრამას, რომელიც ოთხ ბლოკადაა დაყოფილი. პირველი ბლოკი: ამინდი-ვალუტა; მეორე ბლოკი- ,,სპორტ ნიუსი“ მესამე ბლოკი-რუბრიკა „ისტორიის მატიანე“ (ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენება) და მეოთხე ბლოკი- „გრუნის შუადღის სტუმარი“ (მოვიწვევთ სტუმრებს სხვადასხვა სფეროდან, უახლესი ინფორმაციების გაზიარების კუთხით)
სამედიცინო გადაცემა „გრუნი-მედი“ ეხმაურება ჯანდაცვაში არსებულ გამოწვევებს, სიახლეებსა თუ პრობლემებს, რომელიც თითოეულ ადამიანს აწუხებს, ვსაუბრობთ არაერთ დაავადებასა და პრევენციაზე, მკურნალობისა თუ დიაგნოსტიკის ახლებურ მეთოდებზე. გადაცემის თემების მომზადებაზე იმუშავებენ, როგორც გრუნის სამედიცინო პროგრამის სტუდენტები, ასევე მათი ხელმძღვანელები.
გადაცემა ,,იურისტი გვირჩევს“ მოგვაწვდის საინტერესო სამართლებრივ რჩევებს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე. გადაცემას გაუძღვება იურისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელიც თავის გუნდთან ერთად გაშლის არაერთ საჭირბოროტო საკითხს.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,თავისუფალი თემა“ თოქ-შოუს თემატიკა განისაზღვრება ყოველკვირეული აქტუალური პოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე, სტუდიას ვუთმობთ პოლიტოლოგებს, სამთავრობო თუ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს. გაჟღერდება თითოეული პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი საკითხი ობიექტურად.
პოდკასტი ,,ფსიქოთერაპია“ შეეხება უსაფრთხო სკოლის კონცეფციას სკოლებში, რომელიც აქტუალური საკითხებით გაიშლება თითოეულ გადაცემაში, ასე მაგ: აგრესია, ბულინგი, ოჯახის სიმყარე, ორივე მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში, ადრეული წიგნიერება, ემოციური გადაღლა და სხვ.
პოდკასტში, ,,პროფესიები“ ვისაუბრებთ, ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც თავის პროფესიაში წარმატებულები არიან, ან არაპროფესიით მუშაობენ, სულ სხვა განხრით იპოვეს თავი და გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი. ასევე საეთერო დროს დავუთმობთ ,,სტარტაპერებსაც“ ადამაინებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას და მომავალს იმედის თვალით უყურებენ. ამ პოდკასტით ჩავუღრმავდებით პროფესიების არსს და მათ მნიშვნელობას თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში.
გადაცემა „ბიზნეს-პოსტი“ იქნება ანალიტიკური გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს შექმნის და გააერთიანებს ეკონომიკის საკითხებსაც. სტუდიის სტუმრები, ანალიტიკოსები, ეკონომისტები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, გაშლიან მნიშვნელოვან საკითხებს და მოგვაწვდიან კომპეტენტურ რჩევებს, ამ სექტორში დასაქმებულებს, თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს.
ახალი ამბები საათში ერთხელ. (სრულ საათზე) საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიახლეების მიმოხილვა და ანალიზი!